საარჩევნო რეფორმა

21 ივნისი 2021, 15:00 1116 ნახვა

პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო კოდექსზე დახურული კონსულტაციები გაიმართა. ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შემდეგ, პარლამენტი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც დღეს იურიდიულ კომიტეტზე გადის.  სავარაუდოდ, საარჩევნო კოდექსს  სესიაზე მიმდინარე კვირასვე უყრიან კენჭს.

დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს; იცვლება ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში