ხანძარი შირაქის მინდვრებში

21 ივნისი 2021, 18:03 1521 ნახვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რვა ეკიპაჟი. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შირაქში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. მოსალოდნელი უფრო მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს მთებში შესაძლოა  ხანძრის კერების წარმოქმნა, მოსახლეობა ვალდებულია პიკნიკის დროს არ დატოვოს ტყეში შუშის ნამსხვრევები, თავი შეიკავონ თამბაქოს მოწევისგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში