„შეცდომები იყო , თუმცა არჩევნები არ გაყალბებულა“ - თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 18:26 1162 ნახვა

თამარ ჟვანიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მეტად ხარვეზიანი იყო, თუმცა არ გაყალბებულა. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ უპასუხა. მასთან კითხვები ქართული ოცნების და ევროპელი სოციალისტების წევრებს ჰქონდათ.  ოპოზიციის სხვა წევრები სხდომას არ ესწრებიან. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში