„ქართული ოცნება“ : მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

23 ივნისი 2021, 17:54 1038 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება- გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა.  პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენს და მათი განმწესების შესახებ გადაწყვეტილებასაც მიიღებს.  როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა, რომ  „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა გასაუბრების პროცესი,   პარლამენტმა  კი მიიღო კანონი, რომელიც  ასახავს ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში