ბობოყვათის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება

24 ივნისი 2021, 11:42 1092 ნახვა

ბობოყვათის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი. მოქალაქეებმა, რომლებიც მიწების დაბრუნებას ითხოვენ, ღამე კარავში გაათენეს,  ხვალ კი  ფართომასშტაბიან, გამაფრთხილებელ  აქციას  გეგმავენ.

ამბობენ, რომ მიწებს არ დათმობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპენსაციებს მოითხოვენ. 150 ოჯახი ქობულეთში, ბობოყვათის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარე დაახლოებით 30-ჰექტარამდე მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რადგან  არქივში დაცული დოკუმენტებით დგინდება, რომ ეს მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ.

ტერიტორიას ახლა აჭარის ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. მოსახლეობა რამდენჯერმე შეხვდა სამინისტროს წარმომადგენლებს, ეკონომიკის მინისტრსაც, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში