თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

24 ივნისი 2021, 19:23 2275 ნახვა
00:00
00:00

საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.

"საარჩევნო კოდექსით“ იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები კი 2 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების თარიღის კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრა ოპოზიციის ინიციატივა იყო, რომელსაც მმართველი გუნდი დაეთანხმა.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში