უმაღლეს საბჭოში ბულვარის საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ

25 ივნისი 2021, 18:04 735 ნახვა

ერთწლიანი მუშაობის ანგარიში დეპუტატებს დღეს  ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმაც გააცნო.  სოფო ლაზიშვილმა ძირითადად ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე.

როგორც აღნიშნა,  მათ ჰქონდათ შენიშვნები, რომლებიც კომპანიას გადაუგზავნეს და ახლა მათგან მეორე ეტაპს ელოდებიან.

სწორედ განაშენიანების გეგმით დაინტერესდნენ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ  სხვა პრობლემებთან ერთად  უმთავრესი კონცეფციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში