პერფომანსი პარლამენტში

25 ივნისი 2021, 18:06 757 ნახვა

შეკითხვების გარდა პრემიერს    პერფორმანსიც ელოდებოდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს   სურდათ  სხდომათა დარბაზთან მაგიდა განეთავსებინათ, რომელზეც  უფასო სასადილოს ულუფას დადებდნენ, ამ ფორმით კი როგორც ამბობენ, სურდათ ხელისუფლებისათვის შეხსენება, რომ  „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა.  

პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ  უფასო სასადილოდან მიიტანა ერთი ბენეფიციარისთვის განკუთვნილი ულუფა.

საბოლოოდ მაგიდის დადგმა იქ, სადაც  სურდათ ვერ შეძლეს, რის გამოც პარტიის წევრებმა მაგიდა ფრაქციის ოთახში დადგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში