ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პრემიერს შეხვდნენ

26 ივნისი 2021, 15:37 817 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის, ლიეტუვის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურის მიიჩნევს, რომ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში