„მომავლის ხმები“ - ფესტივალი დასრულდა

28 ივნისი 2021, 10:01 1016 ნახვა

ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო   სკოლების ყოველწლიური  ფესტივალი  „მომავლის ხმები“  საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალში  სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები  200 ბავშვი მონაწილეობდა. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში  ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კონცერტები გაიმართა.  

მონაწილეებმა მაყურებელს საკუთარი კუთხის ტრადიციული  სიმღერა-გალობის ნიმუშები  წარუდგინეს.  მოგვიანებით კი შეკვეთილში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოეწყო.  

ფოლკლორის ცენტრის 27 სალოტბარო სკოლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შესწავლა ყველა მსურველს შეუძლია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში