შეფასებები პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე

28 ივნისი 2021, 19:52 1064 ნახვა

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ანგარიშის შემდეგ ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციის წარმომადგენლებმა  კითხვები დღის მეორე ნახევარში დაუსვეს. მიუთითეს, რომ ღარიბაშვილის ანგარიშის დიდი ნაწილი გიორგი გახარიას მუშაობის პერიოდს შეეხებოდა და ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავრობას ყოფითი პრობლემები არ მოუგვარებია. ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლები ძირითადად ოპოზიციის კრიტიკას ეხებოდა. მათ შეთანხმების შესრულება მოსთხოვეს და კარვების გაშლის ნაცვლად მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში