ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

29 ივნისი 2021, 11:31 697 ნახვა

86 სამის წინააღმდეგ - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დამტკიცებულია. პროექტი ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებული იყო, თუმცა თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტია "ლელომ".

კენჭისყრის შედეგად ირკვევა, რომ კანონპროექტის  წინააღმდეგ ხმა მისცეს თამარ ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად და ამის შემდეგ შევა ძალაში.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები ცესკოს შემადგენლობისა და მისი თავმჯდომარის არჩევაში, კომისიების დაკომპლექტების წესში, აგიტაციასა და ხმების დათვლაში.

ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ კანონი პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ნაწილისთვის კი დოკუმენტი კვლავ იძლევა გაყალბების საშუალებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში