ვინ მოხვდება მთავრობის ახალ შემადგენლობაში?

17 ნოემბერი 2016, 00:00 3189 ნახვა

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს გახდება ცნობილი.  ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრები, მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენატრს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ თუ ვინ იქნება ახალ მინიტრთა კაბინეტში, ეს პრემიერის გადასაწყვეტია. იუსტიციის მინისტრი ერთადერთია, ვინც დღეს დაადასტურა რომ  მთავრობის შემადგენლობაში ისევ იქნება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. გადაწყვეტილება დღეს ოფიციალურად დადასტურდა. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ დიასპორის საკითხი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. გელა დუმბაძის განცხადებით, მას სამომავლო საქმიანობაზე პრემიერთან საუბარი უკვე ჰქონდა და მისი კანდიდატურა ელჩის თანამდებობაზე განიხილება. 

ამავე კატეგორიაში