''თბილისი პრაიდის'' მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი - საქართველოს პრეზიდენტი

01 ივლისი 2021, 10:20 1186 ნახვა

''ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის'' - წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ''თბილისი პრაიდის'' მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი.

''მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია'' - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში