მომდევნო წლებში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის მოცულობა 7 მილიარდი ლარი იქნება - პრემიერი

01 ივლისი 2021, 12:52 738 ნახვა

"მომდევნო წლებში მთავრობა და კერძო სექტორი სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარის ინვესტიციას ჩადებს", - განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

''ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარს. გარდა ამისა კერძო სექტორის მხრიდან მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს.

შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად უფრო ინკლუზიური. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მოქალაქეების რაც შეიძლება მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. ამაში ვგულისხმობთ ასევე რეგიონების განვითარებას.

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ  იმ პროგრამებს, რომელიც მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში