ოთხპარტიული უმაღლესი საბჭო

17 ნოემბერი 2016, 00:00 2692 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. 5 პროცენტიანი ბარიერი 4-მა საარჩევნო სუბიექტმა  გადალახა და უმაღლეს საბჭოში სულ  21 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება მეორე ტურს, აჭარაში ექსვივე ოლქში  “ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარმა კანიდატებმა გაიმარჯვეს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეორე ტურში კენჭისყრაში ამომრჩეველთა 37-%-ი მონაწილეობდა, 8 ოქტომებრის არჩევნებზე კი რეგისტრირებული 308 ათას 506  ამომრჩევლიდან არჩევანი  163  ათას 419-მა მოქალაქემ  გააკეთა.  

ამავე კატეგორიაში