აჭარის მთავრობის სხდომა

01 ივლისი 2021, 19:30 1430 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  2 128 740 ლარით გაიზარდა და 17 347 048 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურის სახლებს, აშენდება სპორტული მოედნები. ასევე მუნიციპალიტეტში დაიწყება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და დაბის კეთილმოწყობა. სანიაღვრე არხების, წყალგამტარების და წყალსადენი სისტემების მოწყობა - განახლებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. იგეგმება მუნიციპალიეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება და საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. დაგეგმილია სკოლების,  სპორტული მოედნების მშენებლობა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება თაგო-ხულოს დამაკავშირებელი  საბაგირო გზას. გარდა ამისა   საუბარია რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე. აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გოდერძზე გაიმართა,სადაც რეგიონის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ხულოს მერმა დღეს პოლოტიკურიგანცხადებებიც გააკეთეს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში