ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს - ჯეიმს აპატურაი

02 ივლისი 2021, 12:42 927 ნახვა

ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს. აპატურაი ხვდება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა იმუშაოს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონირონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებული რეფორმები სრულდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელზეც ევროკავშირის დახმარებით შეთანხმდნენ. ასევე მოხარულები ვართ ვიხილოთ, რომ პროგრესია სასამართლო რეფორმის კუთხით. ვიცი, რომ აშშ-ის ელჩი აქტიურია ამ მიმართულებით. მოვლენები ვითარდება სწორი მიმართულებით და ეს არის კარგი ამბავი პირველ ყოვლისა ქართველებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ რეფორმების განხორციელება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატო-სთან დასაახლოებლად, ნატო-ში შესასვლელად პოლიტიკურმა პროცესმა უნდა იფუნქციონიროს და ჩვენ ვხედავთ პროგრესს ამ კუთხით“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.“ - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში