„სტრატეგია აღმაშენებელი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

05 ივლისი 2021, 10:24 1079 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სტრატეგია აღმაშენებელი” თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების” ხელისუფლებას:

შეასრულოს სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება;

შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი;

იურიდიული კომიტეტის ფორმატში შეიქმნას სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი და ამ ფორმატში მომზადებული და განხორციელებული სასამართლო რეფორმების შემდეგ დაიწყოს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი”, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში