პოლიტიკური შეფასებები

05 ივლისი 2021, 18:30 816 ნახვა

ძალადობას გმობენ მმართველ გუნდში, თუმცა სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის, რაც მოხდა მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ მათ პრაიდის ორგანიზატორებიც გააფრთხილეს,  მათ შორის  დღეს დილით პრემიერ-მინისტრმაც.  მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ „პრაიდის“ უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. ოპოზიცია კი პირიქით,  თითს  მმართველი ძალისკენ იშვერს და აცხადებს, რომ სწორედ ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში