პოლიტიკური განცხადებები ,,თბილისი პრაიდის“ შესახებ

05 ივლისი 2021, 20:17 1054 ნახვა

ძალადობა და აგრესია მიუღებელია პოზიციისა და ოპოზიციისთვის. დაუშვებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას - ამ შინაარსის გზავნილები იკითხებოდა დღეს, პრეზიდენტის, პრემიერის, თბილისის მერისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებებში. ითქვა, რომ მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია კი საზოგადოების სირცხვილია. რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში პასუხისმგებლობა ღირსების მარშის ორგანიზატორებს და "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა - მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ. ოპოზიცია კი სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს დღეს განვითარებულ მოვლენებში და პასუხისმგებლობას აკისრებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში