ავიამიმოსვლა ბაჰრეინსა და თბილისს შორის

06 ივლისი 2021, 12:00 1030 ნახვა

ბაჰრეინის სამეფოს წამყვანმა ავიაკომპანიამ Gulf Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განაახლა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები ბაჰრეინსა და თბილისს შორის 4 სექტემბრამდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  ბაჰრეინის ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიანიჭა.

პირველად Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში