„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს

06 ივლისი 2021, 17:55 814 ნახვა

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შინაგან საქმეთა მინისტრს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განმეორებით იბარებს. როგორც ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ისინი შს მინისტრს „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით 5 ივლისამდე იბარებდნენ კომიტეტის სხდომაზე და ახლა ამ მოთხოვნით კომიტეტს განმეორებით მიმართავენ. ფრაქციის შეფასებით, ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, რაც განახორციელა ასევე ორგანიზებულად, კონკრეტული მარგინალური ჯგუფების ორგანიზებით.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში