შუახევში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა იმართება

07 ივლისი 2021, 12:20 1451 ნახვა

თორნიკე რიჟვაძემ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაანონსებული პროექტები დათქმულ დროსა და ვადაში განხორციელდეს, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნობს ამ პროექტების სარგებელი.

"წელს შუახევის ბიუჯეტი გაიზარდა და 15 მლნ ლარს შეადგენს.

გაზიფიცირების და წყალანირების მასშტაბური პროექტები მაღალმთიანეთში ბოლო სამი წელია მიმდინარეობს და წელსაც გაგრძელდება და დაახლოებით 7 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება მხოლოდ შუახევის წყალმომარაგებაზე. 

ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში მოხდება შუახევის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია და ამ მხრივ მილიონი ლარზე მეტი დაიხარჯება. ეს დიდი ხნის პრობლემაა, ჩვენ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ვერ მოვახერხეთ მისი რეაბილიტაცია, თუმცა პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება.

შუახევში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარის მობილიზება მოხდება. ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რაც ჩირუხისა და შუახევის მაცხოვრებლებს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს.

ეს არის იმის წინაპირობა, რომ მთაში კიდევ უფრო მეტი შემოსავალი გაჩნდეს"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ასევე იგეგმება ჭვანის ხეობასა და ჯვარიმინდორზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 

''​ჭვანის ხეობაში ვგეგმავთ დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით პირველ რიგში ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია იქნება. ​ასევე ჯვარიმინდორზეც მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. განსაკუთრეით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით დაუკავშირდება ერთმანეთს შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტ. შესაბამისი ბილიკები მოეწყობა და ორივე მუნიციპალიტეტი ისარგებლებს ამ გამართული ინფრასტრუქტურით"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში