აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა

07 ივლისი 2021, 15:03 971 ნახვა

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე დაგეგმილი პროექტები განიხილეს. 

თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ჭვანის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი.  

დაგეგმილია  ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობა. ჯვარიმინდორზე კი თავშესაფრის  და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 

სხდომაზე ითქვა, რომ გზების რეაბილიტაციისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში 10 მილიონზე მეტი დაიხარჯება. განცხადებები გაკეთდა განათლების სფეროს შესახებაც.

მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ექვს სკოლას. მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში