აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების საქმე

07 ივლისი 2021, 19:52 918 ნახვა

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე დღეს, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სცნეს დაზარალებულად. როგორ უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად, ამ დეტალებზე დღეს მათ საგამოძიებო უწყებაში ისაუბრეს. ჟურნალისტებისა და ოპერატორების ნაწილი ამბობს, რომ მოძალადეების ამოცნობა შეუძლიათ. სამართალდამცავებმა ჯამში 100 მოქალაქე დააკვეს, მათგან 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის  შედეგად 16 მედიასაშუალების 53 წარმოამდგენელი დაზარალდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში