ოლივერ ვარჰეისა და ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

07 ივლისი 2021, 19:53 1208 ნახვა

5-6 ივლისის მოვლენები იყო საუბრის ერთ-ერთი თემა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ოლივერ ვარჰეიმის განცხადებით, ძალადობისთვის არ უნდა არსებობდეს სივრცე. გამოხატვის თავისუფლება კი უნდა იყოს უზრუნველყოფილი,რომელიც არ შეიზღუდება დისკრიმინაციით. ევროკომისრისთვის მიუღებელია ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და სასიამოვნო უწოდა ამ ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დროშის აღმართვას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კი უსაუბრა, თუ რამდენად დიდ როლს ანიჭებს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების და ეკლესიის ინტერესებში არ შედიოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში