„ღირსეული პასუხი 2021“

08 ივლისი 2021, 11:47 621 ნახვა

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დაიწყო. სწავლება სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 16 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი მონაწილეობენ. სწავლებაში პირველად არიან ჩართული ბრიტანელი დამკვირვებლებიც.

პრაქტიკული ნაწილში მედიის წარმომადგენლები  პირველად გამოიყენებენ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერად ინტეგრირებულ სისტემას MILES, რაც საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში