გასაუბრება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან

08 ივლისი 2021, 14:42 932 ნახვა

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი    წევრი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“   წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს,  რომ კომისიამ საჭირო რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩიოს და კონკურსის გამოცხადება თავიდან გახდეს საჭირო.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდა.

გასაუბრება ხვალ დასრულდება და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინება.

პრეზიდენტი არაუგვიანეს სამ დღეში წარუდგენს პარლამენტს შერჩეულ კანდიდატებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში