უმაღლეს საბჭოში შესაძლოა რეზოლუცია შემუშავდეს

08 ივლისი 2021, 14:43 838 ნახვა

თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  უნდა შემუშავდეს რეზოლუცია - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დააყენეს საკითხი.

ჯერ უცნობია ეს იქნება საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი დოკუმენტი თუ ცალ-ცალკე ოპოზიცია - პოზიციის მიერ ინიცირებული.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში შესატან ტექნიკურ ცვლილებაზეც ისაუბრეს, ამასთან 2021-2023 წლების გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზეც იმსჯელეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში