შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

08 ივლისი 2021, 15:06 1349 ნახვა

ჯერ მაღალი სასულიერო იერარქიის პირები, შემდეგ  კი შსს მინისტრი იმყოფებოდა  ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. რამდნიმე წუთის წინ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვახტანგ გომელაურმა, რომლებმაც თქვა, რომ პრეზიდენტს აინტერესებდა 5 და 6 ივლისის მოვლენების განვითარება, რა ღონისძიებები გაატარა შსს-მ და რამდენი დაკავებული ჰყავს უწყებას.  

ამ დრომდე უცნობია რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.  მან ისე დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ არ გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან. მას თან ახლდა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც შეაფასა 5 და 6 ივლისის მოვლენები. ფიქრობს რომ, რაც მოხდა მძიმე სანახავი იყო.  

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში