აშშ დეპარტამენტი: სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით

14 ივლისი 2021, 11:22 1533 ნახვა

,,სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ მას, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს“-ეს არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება, რომელიც 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხება. 

ნედ პრაისი საქართველოს მთავრობა მოუწოდებს, რომ  ზედმიწევნით მომხდარი და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ. ,,ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ასეთი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში“ .  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს  და  ტვ პირველის ოპერატორის კოლეგებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში