აშშ ს სახელმწიფო დეპარტამეტის განცხადება და შეფასებები

14 ივლისი 2021, 19:59 1223 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. სამართალდამაცავ ორგანოებს კი ახსენებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. დემოკრატიის სანდოობისთვის, მნიშვნელოვანია როგორც თავდამსხმელების, ასევე ძალადობის წამხალისებლების პასუხისმგებლობა. - ნათქვამია ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაში. 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებით ვითარების გართულებას ხედავენ ევროპარლამენტარები.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის კი განცხადებაში არის გზავნილები,სადაც საუბარია  მთავრობის კაბინეტის წევრების პასუხისმგებლობაზე. ოპოზიცია ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება უგულვებელყოფს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებსა და მოწოდებებს და არ უზრუნველყოფს კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების აღსრულებას. რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც აქ ამბობენ, ოპოზიციის სურვილია რეალური სურათი შეიცვალოს. ნედ პრაისის განცხადებას კი ეთანხმებიან, რადგან ხელისუფლება გმობს ძალადობას. აშშ-ში გაკეთებულ განცხადებაში მათ კრიტიკული გზავნილები ვერ ამოიკითხეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში