აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

16 ივლისი 2021, 11:15 951 ნახვა

შეერთებული შტატების კიდევ ერთი მოწოდება .  სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს  12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც  სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის შეფასებით ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.

,,19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" იქამდე შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა”, ამის არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში