დამატებითი გადასახადი ფიზიკურ პირებს

16 ივლისი 2021, 12:10 6242 ნახვა

დამატებითი გადასახადი მოსახლეობას. ცვლილება ეხება მათ, ვინც ბინას ზაფხულში ტურისტებზე  აქირავებს  და ვისაც აქამდე არ გქონდათ ვალდებულება,  ამ ფორმით, მიღებული შემოსავლებიდან პროცენტები  სახელმწიფოსთვისაც მიეცათ. 

სიახლე ძალაში ორ კვირაში შევა, მაგრამ გაფრთხილებები საერთაშორისო პორტალ ,,ბუკინკისგან“  მოსახლეობამ უკვე მიიღო.

1 აგვისტოდან ფიზიკური პირები, რომლებიც ბინებს აქირავებენ, ბუქინგის მეშვეობით საიტის მომსახურების გარდა, დაერიცხებათ დღგს გადასახადი 18 პროცენტის ოდენობით. ანუ ჯამში ის პირები რომლებიც არ სარგებლობენ მეწარმის სტატუსით შემოსავლების 36 პროცენტი ჩამოეჭრებათ.

მას შემდეგ რაც ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები ბუკინგის მომხმარებლებმა მიიღეს, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, როცა ტურისტი ისედაც ჭირს და ვერ ახერხებენ მოქალაქეები ბინების გაქირავებას. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ტარიფის გაზრდა მოუწევთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გამოსავალი არც ეს იქნება, ვინაიდან ისედაც შემცირებულ ვიზიტორთა რიცხვს ეს ფაქტორი კიდევ უფრო დააბრკოლებს.

განსახვავებული პოზიცია აქვთ ტურიზმის დარგის ექსპერტთა ნაწილს,  მიაჩნიათ რომ, მსხვილი ობიექტების მფლობელები და ის ფიზიკური პირები, რომლებიც უძრავ ქონებას გაცილებით ნაკლებ ფასებში აქირავებენ, ახლა თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან და მეტნაკლებად კონკურენტული გარემო შეიქმნება. თემურ ზოიძე ამბობს, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა და განსაკუთებით ის ბიზნეს ოპერატორები, რომელთაც ძვირადღირებული სასტუმრო ობიექტები აქვთ.

რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ფიზიკური პირებისთვის შემოსავლების დაბეგვრა ისიც პანმდემიის ფონზე, ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით და პასუხს ველოდებით.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის სექტორის მსხვილ ბიზნეს ოპერატორებს სწორედ პანდემიის პირობებში დაუწესა სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები და გადასახდებისგან გაათავისუფლა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში