ანა დოლიძის საკონსტიტუციო სარჩელი

16 ივლისი 2021, 10:43 1014 ნახვა

პარტია “ ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სამოქალაქო კოდექსის 625- ე მუხლს ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სასესხო პროცენტის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს.

პარტია ხალხისთვის ლიდერი აცხადებს, რომ საპენსიო სესხი პენსიონერებისათვის უნდა იყოს გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ უნდა დაუდგინოს ბანკს საბაზრო განაკვეთი. ანა დოლიძის თქმით, პენსიონერები სესხს 35 პროცენტში იღებენ მონოპოლისტური ლიბერთი ბანკიდან, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისათვის საბაზრო განაკვეთი შეადგენს 16-18 პროცენტს.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს დისკრიმინაციულია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან საკითხის დაინტერესებას და კონტროლს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში