პრემიერ-მინისტრის განცხადება მედიის პროტესტზე

17 ივლისი 2021, 20:25 933 ნახვა

მიცვალებულით სპეკულაცია უწოდა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ აქციებს.

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესები ნაციონალური მოძრაობის მართულია. თქვა, რომ ოპერატორის დაღუპვით სამწუხარო ფაქტი მოხდა და 5 ივლისის საქმის გამოძიებას ეფექტური უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში