არ შეესაბამება სიმართლეს - იან კელი პრემიერის განცხადებაზე

18 ივლისი 2021, 12:25 1652 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პრემიერი ამბობს, რომ არასდროს სმენია, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო სისტემის კრიტიკა ევროპისა და აშშ-ისგან.

აშშ-ის ყოფილი ელჩი აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამის განცხადებას და  წერს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს მათ შორის  ადამიანის უფლებათა ანგარიში.”ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, ”მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა“.მისივე თქმით,"ეს სააკაშვილის სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ს კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში