საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქედაში

18 ივლისი 2021, 12:10 1830 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მერისი-გუნდაური-ჭალათის მიმართულებით 3 780 მეტრ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების და მილების მოწყობა.

ერთ კვირაში კი არსებულ გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყება.ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის მოწყობის სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში