პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა."ქართული ოცნება" მიზეზად პოლიტიკურ კონტექსტს ასახელებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ანალოგიური მიდგომა აქვს ზურაბ ჯაფარიძესთან, ელენე ხოშტარიასთან და შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით, თუმცა, თუკი ისინი პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავენ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, "ქართული ოცნება" მათ მოთხოვნას მხარს დაუჭერს.