პროტესტი და ჩაშლილი სხდომა პარლამენტში

18 ივლისი 2021, 18:25 1130 ნახვა

რამდენჯერმე გამოცხადებული ტექნიკური შესვენება, ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში. შს მინისტრს დღეს 14 საათზე საკანომდებლო ორგანოში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე უნდა ესაუბრა, თუმცა  ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებმა  პერფომანსი გამართეს, ვახტანგ გომელაურს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ და აივნიდან სისხლიანი ბანერი გადმოფინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მმართველი გუნდის ულტიმატუმი იყო ბანერი ჩამოეხსნათ წინააღმდეგ შემხთვევაში სხდომა არ განახლდებოდა. მედია, ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები პრემიერისაც და შს მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას სთხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში