„ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია – გიორგი ვაშაძე

19 ივლისი 2021, 12:04 926 ნახვა

შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ისინი დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ საქართველოში პროცესები ასე გაგრძელდა ქვეყანა ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება. 

ოპოზიციის ლიდერის განმარტებით, მიშელმა თქვა, რომ ყველა პრობლემურ საკითხზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან. ვაშაძეს მოლოდინი აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ.

''სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია, ან ცდილობს, რომ გადაუხვიოს. იმიტომ რომ, მას არ უნდა დემოკრატიული რეფორმები გაატაროს ქვეყანაში. მას უნდა ხელისუფლება ქონდეს მიტაცებული. მას არ უნდა ძლიერი ინსტიტუციები, თავისუფალი არჩევნები. მას უნდა, რომ ისევ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, ჟულნალისტებზე და ნებისმიერ სხვაზე. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს, თუ საქართველოში პროცესები ასე გაგრძელდა. ფაქტობრივად საჯარო გამოსვლებში ''ქართული ოცნების'' ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან.

შარლ მიშლის შეთანხმების შესრულება არ უნდა ,,ოცნებას'', მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვექნება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით. ვისაუბრეთ 5 ივლისის მოვლენებზე, კონკრეტულად ვუთხარით, პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები. კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს, რომ მედიის წარმომადგენლებს თავს დასხმოდნენ.

ამიტომ ყველა ეს კომპონენტი ჯამურად აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე.  არ უნდა მივცეთ „ოცნებას“ შესაძლებლობა, რომ გადაუხვიოს ევროკაშვირისკენ ინტეგრაციის პროცესს.

მიშელმა თქვა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ'' - განაცხადა ვაშაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში