მართლმსაჯულების რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა - შარლ მიშლი

19 ივლისი 2021, 13:19 1137 ნახვა

მართლმსაჯულების რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და წინაპირობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა. შარლ მიშელი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ დაკარგული შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშლმა ასევე მოუწოდა პარტიებს, ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს. 

„დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან.

ამ შემთხვევაში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება.

ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე'' - განაცხადა მიშელმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში