ასოცირების დეკლარაცია პეტრაზე

19 ივლისი 2021, 19:52 1460 ნახვა

ისტორიული შეთანხმება პეტრას ციხეზე. "ევროინტეგრაციის საერთო გზა" - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. მხარეები თანხმდებიან როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. ასოცირებული ტრიოს საერთო გზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და გაერთიანებული ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ქვეყნებისთვის. - ასეთია გზავნილები ტრიბუნიდან. სამი ქვეყნის ერთობილი მემორანდუმის ხელმომწერები ამბობენ, რომ ერთობლივად აუმჯობესებენ ხილვადობას ევროპაში და ეს პლატფორმა ეხმარებათ დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, საერთო გამოწვევებს გაართვან თავი

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში