„ქართული ოცნება“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას პასუხობს

22 ივლისი 2021, 11:07 987 ნახვა

''ქართული ოცნების'' პასუხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.  "სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება" - ასე ეხმაურებიან ისინი ქარტიის შეფასებას 20 ივლისს კალაძის მიერ მედიაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ. "20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში". აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ "ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო".

ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ქართული ოცნება ქარტიისგან მოითხოვს განმარტება, რის საფუძველზე ამოიკითხეს "აგრესიული რიტორიკა" კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში