აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

22 ივლისი 2021, 11:07 1297 ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში მოიცავს, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ასპექტებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული არსებული ბიზნეს გარემო.

წინა წლისგან განსხვავებით, 2021 წლის ანგარიშში გაჩნდა სასამართლო დანიშვნებთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ნეგატიური შეფასება. სახდეპის ანგარიშით, გამოწვევად რჩება სასამართლოს მიმართ კერძო სექტორის უნდობლობა, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

მართლმსაჯულების ნაწილში, ასევე საუბარია პოლიტიკური ჩარევის რისკებზე და მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ნდობას უკარგავს. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ანგარიშში კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული მთავრობის გაცხადებული სურვილი აღნიშნული პროექტის მხარდაჭერის მხრივ. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქუჩაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტაკებები მოხდა 2019 წლის ივნისში, როდესაც მომიტინგეებმა სცადეს პარლამენტში შესვლა.

ვინ როგორ გაიგო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პარლამენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში