ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა უმრავლესობის მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს

22 ივლისი 2021, 12:57 877 ნახვა

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

გიორგი კალანდარიშვილს 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ოთხმა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის დამტკიცებას სულ მცირე 100 ხმა სჭირდება.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში