5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები - შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია ?

23 ივლისი 2021, 11:40 1215 ნახვა

5-6 ივლისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია. კომისიის შექმნას 50 კანონმდებლის  ხმა სჭირდება.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, აუცილებელია კომისიამ დაწვრილებით შეისწავლოს საქმის მასალები და აწარმოოს მონიტორინგი სახელმწიფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებზე, თუ რამდენად იყო მათი მხრიდან დაცული თითოეული მოქალაქის უფლება.

მათივე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია გაირკვეს, მოხდა თუ არა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებით ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. უმრავლესობა კი კვლავ პროვოკაციებზე საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში