ნიკა მელია თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

23 ივლისი 2021, 21:16 1129 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ხოლო „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცე მერობის კანდიდატი იქნება.

ნიკა მელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს და ის მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს.

 თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში