უფასო ტრანსპორტირება იალაღების მიმართულებით

24 ივლისი 2021, 15:00 1708 ნახვა

თაგინურისა და კოკოტაურის მთა საიჩაირის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. ქედის მერიამ მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა და ტრანსპორტირება ორშაბათიდან დაიწყება.

მთების მიმართულებით სულ 20 მარშრუტი განხორციელდება. მერიის ცნობით, გამოყოფილია ერთი 24 ადგილიანი ავტობუსი და ერთი 16 ადგილიანი მიკროავტობუსი. უფასო მომსახურებით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებსაც შეუძლიათ. ქედის მერის თქმით, ტრანსპორტირება,ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ტურიზმის განვითარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში